ჩვენ შესახებ

LCS (Legal Consulting and Services) საქართველოში წარმოადგენს ერთ-ერთ უმსხვილეს და წამყვან იურიდიულ კომპანიას. კომპანიის გუნდი დაკომპლექტებულია პროფესიონალი იურისტებით, რომლებიც სპეციალიზებული არიან სამართლის სხვადასხვა დარგში. კომპანია შვიდ წელზე მეტია აქტიურ როლს თამაშობს იურიდიულ ბაზარზე და ადგილობრივ და უცხოელ კლიენტებს უწევს მაღალი ხარისხის იურიდიულ მომსახურებას.

LCS-ის კლიენტებს შორის არაერთ მსხვილ და ბაზარზე კარგად ცნობილ კომერციულ იურიდიულ პირებთან ერთად, არიან საფინანსო სექტორის წარმომადგენლები, სამშენებლო და სამშენებლო მასალების დამამზადებელი კომპანიები, მეტალურგიული და ტურისტული  ორგანიზაციები, რომლებიც წლების განმავლობაში სარგებლობენ ჩვენ მიერ შეთავაზებული მომსახურებით, აქტიურად იყენებენ ჩვენ მიერ მათთვის დასახულ სტრატეგიებსა და დამზადებულ დოკუმენტაციებს. 

ჩვენ მიერ შეთავაზებული მომსახურება მოიცავს სამართლის სხვადასხვა სფეროს. კომპანია უწევს საკუთარ კლიენტებს მაღალი ხარისხის წარმომადგენლობას სასამართლოებში (როგორც სამოქალაქო, ისე სისხლის სამართლის საქმეებზე), ფინანსთა სამინისტროში,  შემოსავლების სამსახურში და სხვადასხვა ადმინისტრაციულ ორგანოებში; წარმატებით იცავს კლიენტების ინტერესებს სასამართლოს გარეთ მოლაპარაკებების წარმოებაში;  სასამართლოში დავის პრევენციის მიზნით აწარმოებს კონსულტაციებს და გასცემს სამართლებრივი ხასიათის რეკომენდაციებს; ახორციელებს ბიზნესისათვის დამახასიათებელი სამართლებრივი რისკის შესამცირებლად საჭირო სამუშაოებსა და კვლევებს; უზრუნველყოფს კლიენტს სხვადასხვა სახის ხელშეკრულებით, იურიდიული ხასიათის დასკვნებით და კლიენტის საქმიანობისათვის საჭირო სხვადასხვა დოკუმენტაციით, რაც, თავის მხრივ, წარმოადგენს დავის წარმოშობის შემთხვევაში კლიენტის ინტერესების მაქსიმალურად დაცვის გარანტიას; 

ძლიერი გუნდის ეფექტური და ხარისხიანი სამართლებრივი ხასიათის მომსახურება პირდაპირ აისახება კლიენტების საქმიანობისა და ბიზნესის წარმატებაზე. სასამართლოებსა და სხვადასხვა დაწესებულებაში არაერთი წარმატებით დასრულებული საქმე, სწორად შემუშავებული ბიზნეს გეგმები, შედეგზე ორიენტირებული და არაერთფეროვან მოთხოვნებზე სწორად მორგებული სამართლებრივი მომსახურება წარმოადგენს იმ მიზეზებს, თუ რატომ უნდა აირჩიოს კლიენტმა ჩვენი კომპანია.