სიახლეები

19.09.2014 - მორიგი გათავისუფლებული

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის მოსამართლემ დღეს 2014 წლის 19 სექტემბერს განიხილა ბექა ბასილაიასა და გიორგი გელხაურის დაცვის ქვეშ მყოფი ბრალდებულის საქმე. პროკურატურის შუამდგომლობა დაკავებული პირის მიმართ აღკვეთ ღონისძიებად ე.წ საპატიმრო გირაოს გამოყენების თაობაზე მოსამართლემ არ დააკმაყოფილა. სასამართლომ მიიღო დაცვის მხარის შუამდგომლობა და დაკავებული გაათავისუფლა სასამართლო დარბაზიდან, აღკვეთ ღონისძიებად კი შეეფარდა პირადი თავდებობა.