სიახლეები

16.01.2015 - გიორგი ვაშაძის სასარგებლოდ გამოტანილი გადაწყვეტილება 

იურიდიული კომპანია  LCS წარმოადგენდა გიორგი ვაშაძის ინტერესებს თბილისის საქალაქო სასამართლოს წარმოებაში არსებულ ჯოზეფ ქეის სარჩელზე, რომლითაც მოთხოვნილი იყო გიორგი ვაშაძის მიერ ჯოზეფ ქეის შესახებ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელებული ინფორმაციის უარყოფა და მორალური ზიანის ანაზღაურება. დღეს გამოცხადდა აღნიშნულ საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც გიორგი ვაშაძის მიერ გაკეთებული განცხადებები სასამართლოს მიერ არ იქნა მიჩნეული ცილისწამებად და შესაბამისად, ჯოზეფ ქეის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.