სიახლეები

17.09.2015 - ჩვენი გამარჯვება - გიგი უგულავა თავისუფალია

2015 წლის 17 სექტემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის განჩინების საფუძველზე, გაუქმდა გიორგი უგულავას მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა და იგი სასამართლო სხდომის დარბაზიდან გათავისუფლდა.
გიორგი უგულავა პატიმრობიდან გათავისუფლდა ჩვენი ადვოკატების შუამდგომლობით, რომელსაც საფუძვლად დაუდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის იმ მუხლის ნორმატიული შინაარსი, რომელიც უშვებს, კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულის პატიმრობას, თუ ამ საქმეზე ბრალის წაყენების ან ბრალის წაყენებისთვის საკმარისი საფუძვლის გამოვლენის შემდეგ მას პატიმრობაში ერთობლივად გატარებული აქვს 9 თვე მის მიმართ მიმდინარე ნებისმიერი სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში.