სიახლეები

01.02.2017 - ადვოკატი ბექა ბასილაია

მოსამართლე ივანე აღნიაშვილმა გაიზიარა ჩვენი პოზიცია და მიკროსაფინანსო ორგანიზაცია შპს ,,გირო კრედიტის" დირექტორის გიორგი გუგუმბერიძის მიმართ დადგენილებით შეწყვიტა წარმოება, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე ეს იგივეა, რაც სისხლის სამართლის საქმეზე გამართლება (ორგანიზაციის კამერებით გადაღებული ჩანაწერების უკანონოდ ამოღების საშუალება არ მისცა გიორგი გუგუმბერიძემ პოლიციას). 
მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, შეიძლება პრეცედენტულიც გახდეს ,,ჩვეულებითი პოლიციური სამართლის" აღსაკვეთად. 
შსს თავგამოდებით ცდილობდა გიორგი გუგუმბერიძის უკანონო დაკავება როგორმე გაემართლებინა და ითხოვდა ადმინისტრაციული სახდელი დადებოდა პირს, რომლის ერთადერთი ,,დანაშაული" პოლიციელთა არაკანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა და კანონმდებლობის მოთხოვნათა ზედმიწევნითი დაცვა იყო.