შინაგან საქმეთა სამინისტროს მცდელობა მიკროსაფინანსო ორგანიზაციის დირექტორის უკანონო დაკავების გამართლებისა და ადმინისტრაციული სახდელის სახით მისთვის ადმინისტრაციული პატიმრობის დადების შესახებ სასამართლოს მიერ არ დაკმაყოფილდა. 2017 წლის 01 თებერვალს სასამართლოს მიერ მიღებული დადგენილებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ივანე აღნიაშვილმა სრულად გაიზიარა LCS-ის (Legal Consulting and Services) პოზიცია აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით და ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფი პირის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმისწარმოება შეწყვიტა.