თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის მიერ 2019 წლის 16 იანვარს მიღებული განაჩენით LCS-ის პოზიცია სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით სრულად იქნა გაზიარებული და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის პირველი ნაწილით ხულიგნობაში ბრალდებული LCS-ის დაცვის ქვეშ მყოფი პირები სრულად იქნენ გამართლებულნი.