სიახლეები

26.07.2017 - სტატიის ცილისმწამებლური და პატივისა და ღირსების შემლახველ განცხადებად მიჩნევა და მორალური ზიანის ანაზღაურება 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ასმათ კოხრეიძის მიერ 2017 წლის 26 ივლისს მიღებული გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა LCS-ის (Legal Consulting and Services) მიერ კლიენტის პატივისა და ღირსების შელახვის შესახებ აღძრული სარჩელი და მოწინააღმდეგე მხარის მიერ მოსარჩელეს მიმართ საინფორმაციო სააგენტოს ვებგვერდის მეშვეობით გამოქვეყნებული სტატია ჩაითვალა ცილისმწამებლურ და პატივისა და ღირსების შემლახველ განცხადებად. სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე მოპასუხეს დაევალა გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 20 დღის განმავლობაში იმავე საინფორმაციო სააგენტოს მეშვეობით აღნიშნულ საქმეზე სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ცნობის გამოქვეყნება. გარდა ამისა, სასამართლოს გადაწყვეტილებით მოსარჩელეს სასარგებლოდ  ცილისმწამებლური და პატივისა და ღირსების შემლახველი  სტატიის შემდგენელსა და სტატიის გამომქვეყნებელ საინფორმაციო სააგენტოს სოლიდარულად დაეკისრათ მორალური ზიანის ანაზღაურება 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით, რაც სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 3 აპრილს მიღებული განჩინებით უცვლელად იქნა დატოვებული.