განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის საქართველოს სსკ-ის 25, 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” და ,,დ“ ქვეპუნქტებით და იმავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქით (მითვისება ან გაფლანგვა) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის LCS-ის დაცვის ქვეშ მყოფი ბრალდებული, ჩვენ მიერ გაწეული იურიდიული დახმარების შედეგად 9 თვიანი უკანონო პატიმრობის შემდეგ სასამართლოს მიერ გამართლდა სრულად და თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის მაია კვირიკაშვილის გადაწყვეტილების საფუძველზე უდანაშაულოდ იქნა ცნობილი და გათავისუფლდა სასამართლო დარბაზიდან.