პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების დაბრუნების შესახებ მრავალწლიანი სასამართლო დავა თბილისის სააპელაციო სასამართლოში LCS-ის კლიენტის - ,,ლუდისა და გამაგრილებელი სასმელების მწარმოებელი კომპანი"-ის სასარგებლოდ დასრულდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 5 აპრილის განჩინებით ძალაში დარჩა მცხეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც ჩვენი კლიენტის - ,,ლუდისა და გამაგრილებელი სასმელების მწარმოებელი კომპანი"-ის სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღო და არ დააკმაყოფილა სარჩელი, რომლითაც მოთხოვნილი იყო პრივატიზების ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობა და მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღდგენა.