სიახლეები

25.02.2019 - აქციათა ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და აქციათა პაკეტზე საკუთრების უფლების დაბრუნების შესახებ სასამართლო დავა LCS-ის კლიენტის სასარგებლოდ დასრულდა

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2919 წლის 25 თებერვალს მიღებული განჩინების საფუძველზე LCS-ის კლიენტის წინააღმდეგ აღძრული სარჩელი სასამართლოს მიერ განუხილველად იქნა დატოვებული. სასამართლომ გაიზიარა ჩვენ მიერ დაყენებულ შუამდგომლობაში მითითებული არგუმენტები და მიიჩნია, რომ მოსარჩელეს LCS-ის კლიენტის წინააღმდეგ სარჩელის აღძვრის უფლება მოპოვებული ჰქონდა ინგლისისა და უელსის სამეწარმეო და ქონებრივი დავების სასამართლოს ბრძანების საფუძველზე, რომლის საქართველოში ცნობის (ან ასეთის საჭიროების არ არსებობის) დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ იყო.

სარჩელის განუხილველად დატოვებასთან ერთად სასამართლოს განჩინებით გაუქმდა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება და ყადაღა მოეხსნა საფინანსო სექტორის ერთ-ერთ მსხვილ წარმომადგენელს