თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 24 დეკემბერს მიღებული გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ჩვენი კლიენტის - ბუნებრივი გაზის ერთ-ერთი მსხვილი მომმარაგებლის სასარჩელო მოთხოვნა. მოწინააღმდეგე მხარეებს სოლიდარულად დაეკისრათ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო თანხის (მათ შორის ზიანის) ანაზღაურება 1,400,000 (ერთი მილიონ ოთხასი ათასი) აშშ დოლარის ოდენობით.
სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მიექცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.