სიახლეები

11.04.2019 - განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის ბრალდებული პირის გამართლება და უდანაშაულოდ ცნობა 

განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის მიხედვით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის LCS-ის დაცვის ქვეშ მყოფი ბრალდებული ადვოკატი გიორგი გელხაურის კვალიფიციური მომსახურების შედეგად უდანაშაულოდ იქნა ცნობილი და გათავისუფლდა სასამართლოს დარბაზიდან.

2019 წლის 11 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის მოსამართლე შორენა გუნცაძის განაჩენის საფუძველზე ზემოაღნიშნული დანაშაულისათვის (რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით რვიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას) ბრალდებული პირის საქმესთან დაკავშირებით მოსამართლემ დასაბუთებულად მიიჩნია და გაიზიარა ადვოკატის არგუმენტები, რის შედეგადაც ბრალდებულის ქმედებაში დანაშაულის ნიშნების არარსებობა დაადგინა.