2017 წელს LCS-ის საჩივრის საფუძველზე შემოსავლების სამსახურის მიერ გაუქმდა კომერციული იურიდიული პირის მიერ ერთი და იმავე სახის სხვადასხვა დროს განხორციელებულ სამართალდარღვევაზე შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ შეფარდებული ადმინისტრაციული სახდელები.
გაწეული მომსახურების შედეგად, კლიენტი გათავისუფლდა ორჯერ სხვადასხვა დროს სარეკლამო ბანერის მეშვეობით უცხოურ ვალუტაში მომსახურების შეთავაზება/რეკლამირების გამო დაკისრებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან.