თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ 2019 წლის 4 აპრილს ჩვენი კლიენტის - დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის (ზოგადი ქირურგი) და შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღო. სასამართლომ დაადგინა, რომ ადგილი არ ჰქონია მცდარ სამედიცინო ქმედებას (მიუხედავად იმისა, რომ სსიპ - სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტომ გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარისხის შეფასებისას გამოვლენილი დარღვევების საფუძველზე ექიმს დააკისრა პროფესიული პასუხისმგებლობა) და უარი უთხრა მოსარჩელეს მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურებაზე.