განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილების მიხედვით - ,,ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა, შენახვა და საქართველოში უკანონო შემოტანა“ - გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის ბრალდებული გიორგი გიორგანაშვილი (ბახალა) LCS-ის მიერ გაწეული იურიდიული მომსახურების შედეგად სრულად გამართლდა და 2018 წლის 28 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის გიორგი არევაძის განაჩენის საფუძველზე უდანაშაულოდ იქნა ცნობილი.