LCS (Legal Consulting and Services) სთავაზობს კლიენტს ბიზნესის წარმოებისათვის კომპანიის დაარსებას ისეთ იურისდიქციებში, როგორიც არის ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულები, კაიმანი, მალტა, კვიპროსი და მსოფლიოს სხვა ხელსაყრელი საგადასახადო კლიმატის მქონე სახელმწიფოები, სადაც დაბალი და ზოგჯერ ნულოვანი გადასახადები, ანგარიშგებისა და კომპანიის მართვის მარტივი წესებია.
ჩვენ მიერ კლიენტისათვის შეთავაზებული სერვისი მოიცავს კომპანიის დაარსებას ისეთ ფინანსურ ცენტრში, რომელიც მის დამაარსებელს ადმინისტრაციული და საგადასახადო შეღავათებით იზიდავს. გარდა ამისა, კლიენტს მისი სურვილისამებრ ვთავაზობთ კომპანიისათვის საბანკო ანგარიშის გახსნას ევროპასა და სხვადასხვა ქვეყნის საფინანსო სექტორის წარმომადგენლებში, რაც კიდევ უფრო მოქნილს ხდის ბიზნესის წარმოებას.
სერვისი შედგება შემდეგი ეტაპებისაგან: მოთხოვნილი დოკუმენტების შეგროვება და დამოწმება, კომპანიის რეგისტრაცია, კლიენტისათვის ნოტარიულად და აპოსტილით დამოწმებული სარეგისტრაციო დოკუმენტების გადაცემა, სურვილის არსებობის შემთხვევაში კომპანიისათვის საბანკო ანგარიშის გახსნა.
(იხ. მეტი http://lcs.ge/ge/news?n=33&i=&w=)